მთავარი / სიახლეები / სერია A / ბენატია: “რონალდუ ნორმალური არაა”

ბენატია: “რონალდუ ნორმალური არაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მცველმა მეჰდი ბენატიმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მსიი ცხოვრება ვარჯიშია. მაროკოელმა საინტერესო ისტორიაც გაიხსენა, როდესაც პორტუგალიელი თამაშის შემდეგ ვარჯიშზე წასვლას სთხოვდა.

„ეს ბერგამოდან დაბრუნების შემდეგ მოხდა. ჩვენ იმ მატჩში არ გვითამაშია, რადგან სამ დღეში კიდევ ერთი თამაში გველოდებოდა. რონალდუმ მკითხა, რას აპირებ ახლა? მე ვუპასუხე: „სახლში წავალ, დილის 11 საათია, რატომ?“ შემდეგ კი მიპასუხა: „არ გინდა, რომ პატარა ვარჯიში მოვაწყოთ? მე თამაშიდან არ დავღლილვარ და უნდა ვივარჯიშო, არ გინდა ჩემთან ერთად ივარჯიშო?“

მე ავუხსენი, რომ ეს არ იყო შესაძლებელი და მხოლოდ სახლში დაბრუნება მსურდა. როდესაც მივედით, ყველას ნორმალური ტანსაცმელი ეცვა, რონალდუს კი შორტები და ბუცები, მუსიკას უსმენდა და სპორტულ დარბაზში მიდიოდა. ვიფიქრე, რომ ეს ბიჭი ნორმალური არაა. როდესაც მასთან ურთიერთობა გიწევს, ხვდები, რომ ეს არის ბიჭი, რომელმაც მთელი ცხოვრება ფეხბურთს შესწირა.

გაკვირვებული ვიყავი რა ინტენსივობით ვარჯიშობდა და პირველ რიგში როგორ იმეორებდა ამას ყოველდღე. გარდა იმისა, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, პერსონალური პროგრამა ჰქონდა და ვარჯიშს 25 წუთით ადრე იწყებდა“, – თქვა ბენატიამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …