კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა. მენდეში მიიჩნევს, რომ რონალდუ დაჩაგრეს და „ოქროს ბურთს“ იმსახურებდა. იქვე აღნიშნა, რომ „რეალის“ ფეხბურთელი რომ ყოფილიყო, გამარჯვებას შეძლებდა.
გარდა ამისა, ჟორჟემ განაცხადა, რომ კრიშტიანუ „იუვენტუსში“ ბედნერია და ტურინში კარიერის დასრულება შესაძლებელია.
„ჟოაო ფელიქსი და რონალდუ? ორი დიდი ფეხბურთელია, კრიშტიანუ ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. რონალდუმდე პორტუგალიას არაფერი ჰქონდა მოგებული, რონალდუსთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგა მოიგო. რონალდუმ შეცვალა ფეხბურთის ისტორია, პატარა ქვეყანა პორტუგალია.
როდესაც „რეალში“ მივიდა, „ბარსელონას“ დომინანტობა დასრულდა. შეუძლებელია პარალელის გავლება, კრიშტიანუ საუკეთესოა.
რას ფიქრობს რონალდუ ჟოაო ფელიქსზე? ახალგაზრდაა, ნიჭიერი, რომელმაც უნდა იმუშაოს. რონალდუმ „ოქროს ბურთი“ ვერ მოიგო? გამარჯვება დაიმსახურა ბოლო ორ წელიწადში ერთხელ მაინც. ისევ „რეალში“ რომ ეთამაშა, „ოქროს ბურთს“ მოიგებდა. მომავალ წელს შეუძლია ისევ მოიგოს. ვფიქრობ, მესის გამარჯვება უსამართლობაა, კრიშტიანუ კი მხოლოდ საქმეზე ფიქრობს და შემდეგ წელს მოიგებს.
მომავალი? „იუვენტუსში“ კმაყოფილია, შესანიშნავ მწვრთნელთან მუშაობს. კარიერის „იუვენტუსში“ დასრულება შესაძლებელია, გუნდთან კონტრაქტი აქვს. შემტევი ტრიო? ეს მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს“, – თქვა მენდეშმა.