Tuttosport-მა 2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად რამდენიმე ხნის წინ ჟოაო ფელიქსი დაასახელა და პორტუგალიელს ჯილდო დღეს გადასცა. დაჯილდოების ცერემონიაც ფაბიო პარატიჩიც ესწრებოდა.
„იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შესახებ ისაუბრა. ამასთან მატიას დე ლიხტთან შეხვედრაც გაიხსენა, რომელმაც ეს პრიზი ერთი წლის წინ მიიღო და ამ დროს ტურინში იმყოფებოდა.
„ლიონი“? მოდით სანახევროდ გავიღიმოთ. შეიძლებოდა ფურცელზე უარესი მეტოქე ამოსულიყო. თუმცა უნდა ვითამაშოთ საერთაშორისო დონეზე და ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყოველთვის რთულია.
შარშან აქ დე ლიხტთან ვისაუბრე. მან მონახულა ტურინი და გაიგო გარემოს შესახებ. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, მაგრამ არა ერთადერთი“, – აღნიშნა პარატიჩიმ.