ტურინის „იუვენტუსი“ შაბათს სერია A-ში „პარმას“ უმასპინძლებს. უკვე ცნობილია ის ფეხბურთელები, რომლებიც მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადში შეიყვანა. ხვალინდელ შეხვედრაში ვერ ითამაშებს ჯორჯო კიელინი, რომელსაც 10-დან 15 დღემდე გაუცდება.
სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა მარიო მანჯუკიჩი. განაცხადი კი ასეთია:
მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი
მცველები: დე შილიო, კასერესი, ალექს სანდრო, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა
ნახევარმცველები: პიანიჩი, ხედირა, მატუიდი, ემრე ჯანი, ბენტანკური
თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, მანჯუკიჩი, კინი, ბერნარდესკი
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „პარმას“ შეხვედრა 2 თებერვალს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.