მთავარი / სიახლეები / რა გახდა ბენატიას წასვლის მიზეზი?

რა გახდა ბენატიას წასვლის მიზეზი?

ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის ტრავმების შემდეგ „იუვენტუსის“ დაცვაში დიდი პრობლემები წარმოიშვა. ამის ფონზე კი, გაუგებარია, რატომ დათანხმდა „იუვენტუსი“ მეჰდი ბენატიას გასხვისებას, რომელიც ახლა გუნდში ყველაზე მეტად იყო საჭირო.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ამის მიზეზ ალეგრისთან დაძაბული ურთიერთობა და ხშირი ტრავმიანობა გახდა. მაროკოელი ძირითად შემადგენლობაში მუდმივად თამაშს ითხოვდა, რაც ბონუჩის დაბრუნების შემდეგ შეუძლებელი გახლდათ.

როგორც გამოცემა წერს, აფრიკელმა ფეხბურთელმა ორჯერ იუარა თამაში. პირველად 2018 წლის 26 დეკემბერს, „ატალანტასთან“ და მეორედ 2019 წლსი 12 იანვარს, „ბოლონიასთან“ სათასო შეხვედრაში.

მერე კი, სცენაზე „ალ-დუჰაილი“ გამოჩნდა, რომელმაც ბენატიას იმაზე ორჯერ მაღალი კონტრაქტი შესთავაზა (5 მილიონი ევრო სეზონში), ვიდრე „იუვესთან“ აკავშირებდა და ფეხბურთელის შენარჩუნებაც შეუძლებელი გახდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …