ტურინის „იუვენტუსსა“ და „ჯენოას“ ახალი შეთანხმება შედგა ანდრეა ფავილის თაობაზე. იტალიური მედიიის ცნობით, ახალგაზრდა ფორვარდი გენუელთა რიგებში ორწლიანი იჯარით დარჩება, რასაც თან ერთვის ტრანსფერის სრულად გამოსყიდვის უფლებაც.
„ჯენოას“ ფავილის გამოსყიდვა 7 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება. აქვე გეტყვით, რომ ფავილი „ჯენოაში“ გასულ ზაფხულს გაანათხოვრა „იუვემ“ და გენუელთა ღირსება 5 შეხვედრაში დაიცვა.