მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “კიელინი 10-15 დღეში დაბრუნდება, ხვალ კასერესი ითამაშებს”

ალეგრი: “კიელინი 10-15 დღეში დაბრუნდება, ხვალ კასერესი ითამაშებს”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „პარმასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი კრიზისში არაა. გარდა ამისა, ჯორჯო კიელინის ტრავმაზე და სხვა საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

„კიელინი? სერიოზული არააფერია, მაგრამ 10-15 დღე უნდა დაისვენოს და შემდეგ დაბრუნდება. ხვალ დაცვის ცენტრში კასერესი ითამაშებს რუგანისთან ერთად. ნახევარდაცვაში პიანიჩი მზადაა, დანარჩენი კი ვნახოთ. მანჯუკიჩი რონალდუს შეუწყვილდება, მესამე შემტევის შესახებ კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, რომელსაც დიბალა, დუგლას კოშტასა და ბერნარდესკის შორის ავარჩევ. კარში პერინი იქნება, ხოლო მარცხნივ ან ალექს სანდრო ითამაშებს, ან სპინაცოლა.

მნიშველოვანია, რომ ბერგამოში განცდილი მარცხის შემდეგ რეაგირება დაუყოვნებლივ მოვახდინოთ. კანსელუ?  უნდა გააუმჯობესოს ბურთის ფლობა და არ დაუშვას ბერგამოში დაშვებული შეცდომები. საუდის არაბეთში მან დაუშვა იგივე სამი შეცდომა, რაც „ატალანტასთან“, მაგრამ მაშინ, შეცდომებს გაშვებული გოლი არ მოჰყოლია და რადგან მოვიგეთ, ეს ხაზგასმული არ ყოფილა.

„პარმას“ კომლიმენტები უნდა ვუთხრა, რადგან ბოლო ხუთი საგარეო მატჩიდან სამი მოიგო და შესანიშნავ სეზონს ატარებს. შეტევაში სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენ ცუდი თამაში ჩავატრეთ, როგორც ბერგამოში, ისე რომში. კარში ძალიან ცოტას ვურტყამთ. თუმცა, რომში გაგვიმართლა და მოვიგეთ, ხოლო ბერგამოში ასე არ მოხდა. იმმობილეს რომ გაეტანა, ანგარიში 2:0 გახდებოდა და ალბათ „ლაციოსთან“ წავაგებდით, ხოლო „ატალანტასთან“ შეიძლებოდა მოგვეგო.

კრიტიკა? – ბოლო 4 წელიწადში ორი ფინალი ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგაზე, ერთხელ კი შესანიშნავი მერვედფინალი ჩავატარეთ. ვცდილობთ, რომ ევროპაშიც გავიმარჯვოთ, მაგრამ არსებობს რვა გუნდი, რომელთაც ნახევარფინალში გასვლა შეუძლიათ. თუმცა, მხოლოდ ოთხი ადგილია თავისუფალი.

კრიზისი? – არანაირი კრიზისი არაა. წავაგეთ ერთი თამაში, რომელიც ცუდად ჩავატარეთ და არ უნდა დავივიწყოთ „ატალანტას“ დამსახურებაც. ჩვენს სამუშაოს პატივი უნდა ვცეთ, სრულად ორგანიზებული სიტუაციაა. ახლა უნდა ვცადოთ სეზონის კარგად დასრულება, მოვიგოთ სკუდეტო და ვცადოთ ჩემპიონთა ლიგის მოგებაც“, – განაცხადა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „პარმას“ შეხვედრა 2 თებერვალს, თბილისის დროით 23:30 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …