ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფებისთვის „იუვენტუსის“ განაცხადი ცნობილია. ჯგუფურ ეტაპთან შედარებით ორი ცვლილებაა. განაცხადში აღარაა მეჰდი ბენატია, რომელმაც გუნდი დატოვა და მისი ადგილი მარტინ კასერესმა შეავსო.
მეორე ცვლილებება კი, იძულებითია: ხუან კუადრადოს ნაცვლად განაცხადში ლეონარდო სპინაცოლა მოხვდა. როგორც ცნობილია კოლუმბიელი აპრილამდე ვერ ითამაშებს და ალეგრიმ მის სამსახურზე ამ ეტაპზე უარი თქვა.
განაცხადი კი ასეთია:
მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი
მცველები: დე შილიო, კიელინი, კასერესი, ალექს სანდრო, ბარძალი, ბონუჩი, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა
ნახევარმცველები: პიანიჩი, ხედირა, მატუიდი, ემრე ჯანი, ბენტანკური
თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, დუგლას კოშტა, მანჯუკიჩი, კინი, ბერნარდესკი
შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსი” მერვედფინალში “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი 20 თებერვალს მადრიდში გაიმართება.