ტურინის „იუვენტუსი“ დღეს, სერია A-ს 22-ე ტურში „პარმას“ უმასპინძლებს. „იუვეს“ დაცვაში საკადრო პრობლემები აქვს და ანდრეა ბარძალის, ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის გარეშე ითამაშებს.
საინტერესოა, რომ 2012 წლის მარტიდან მოყოლებული ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ლეგენდარული ტრიო BBC-ის ერთი წარმომადგენელი მაინც მოედანზე ან სათადარიგო სკამზე არ იქნება.
ამის ფონზე, დღეს ძირითად შემადგენლობაში იქნება მარტინ კასერესი, რომელიც „იუვეში“ მესამედ მივიდა. ურუგვაელმა წინა ორ შემთხვევაში როდესაც სადებიუტო თამაში ჩაატარა (2009 წელს „ლაციოსთან“ და 2012 წელს „მილანთან“) გოლების გატანა მოახერხა.
აქვე შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩი 23:30 საათზე დაიწყება.