მთავარი / სიახლეები / “იუვემ” მარსელოს კონტრაქტი გაამზადა

“იუვემ” მარსელოს კონტრაქტი გაამზადა

ტურინის „იუვენტუსში“ მარსელოს ტრანსფერი როგორც ჩანს, კიდევ უფრო რეალური ხდება. Tuttosport-ი ამჯერად რეალურ ციფრებს ასახელებს. როგორც აღნიშნული გამოცემა იტყობინება, „იუვე“ მზადაა „რეალს“ 45 მილიონი ევრო გადაუხადოს. ბუნებრივია, მარსელოს სანაცვლოდ.

ამასობაში გამზადებულია თავად ფეხბურთელის პირადი კონტრაქტიც: 12 მილიონი ევრო სეზონში და 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ თავად მარსელოც თანახმაა „იუვეში“ გადასვლაზე და ახლა ჯერი მადრიდის „რეალზეა“. თუ ეს ტრანსფერი ზაფხულში შედგება, მაშინ „ბებერ ქალბატონს“ დიდი ალბათობით, ალექს სანდრო დატოვებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …