ტურინის „იუვენტუსი“ კრიშტიანუ რონალდუს სიტუაციის გამო შეშფოთებულია. პორტუგალიელ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლის პრობლემა აწუხებს.
დაზიანება სერიოზული არაა, მაგრამ ფაქტია, ბოლო ოთხი თამაში მან ტკივლის გამო ჩააგდო. მაურიციო სარიმ ამაზე ბოლო ხანს ხშირად ისაუბრა და თქვა, რომ კარში დარტყმის დროს სერიოზულ დისკომფორტსა და ტკივილს განიცდიდა.
ყველაფერი კი, „ლეჩესთან“ მატჩისწინა ვარჯიშზე დაიწყო, როდესაც მცირე ტრავმა მიიღ. მართალია ის თამაში გამოტოვა, მაგრამ შემდეგ ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში გახლდათ.
ახლა კრიშტიანუს პორტუგალიის ნაკრებში ელოდება ორი მნიშვნელოვანი თამაში, ტურინში კი მისი ჯანმრთლებოა აღელვებთ.