ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი „იუვენტუსის“ Junior Member-ის ბავშვებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.
ყველაზე რთულად შესაჩერებელი თავდამსხმელი
რონალდუს და მესის არ მივათვლი, რადგან ისინი განსაკუთრებულნი არიან. მე ყოველთვის ვასახელებ იბრაჰიმოვიჩს. მას ჰქონდა ძალა, სისწრაფე, ტექნიკა, პიროვნულობა. მქონდა ბედნიერება, რომ მასთან ერთად მეთამაშა და ყოველთვის მიჭირდა მის წინააღმდეგ თამაში.
ბავშვობა და „მილანი“
ბავშვობაში „მილანის“ გულშემატკივარი ვიყავი, სამწუხაროდ. შემდეგ გავაუმჯობესე, გავიზარდე და უფრო ჭკვიანი გავხდი. მალდინი ჩემი საყვარელი ფეხბურთელი იყო. მე მყავს ტყუპი ძმა, რომელიც იუვენტინოა და არ შემეძლო მეც იგივე გამეკეთებინა. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რა ბედნიერი იყო 20 წლის ასაკში ჩემი ძმა, როდესაც „იუვენტუსმა“ შემიძინა. აქ მოხვედრის დღიდან დაიწყო სიყვარული და ვფიქრობ, ახლა დედამიწაზე რთულია ჩემზე უფრო გულიანი იუვენტინოს პოვნა.
ძლიერი მცველი
თქვენ უნდა გსიამოვნებდეთ შეტევის ჩაშლა. სხვები ემოციებს გამოხატავენ, როდესაც გოლს იტანენ, მაგრამ მცველი პირიქით, როდესაც გოლის გატანას ხელს უშლის. თუ ამ ემოციას შეიგრძნობთ, საუკეთესო გახდებით.
დაუვიწყარი ორი თამაში
პირველი იმიტომ, რომ პირველია. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 10 წუთი ვითამაშე „მესინასთან“ და 3:0 მოვიგეთ. მეორე კი, ტრიესტეში მოგებული სკუდეტო, რითაც ჩვენი ციკლი დაიწყო. ძლიერი ემოცია, რომელიც ყოველთვის თან გამყვება და მრავალი წლის განმავლობაში ყოველთვის გამახსენდება.