ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა ყოფილი შეგირდი და ამჟამად „იუვენტუსის“ მცველი მატიას დე ლიხტი შეაქო.
ჰოლანდიელი სპეციალისტის განცხადებით, დე ლიხტი იზრდება და „იუვეში“ ნელ-ნელა უკეთ თამაშობს. ის დარწმუნებულია, რომ უახლოეს ხანებში მსოფლიოში საუკეთესო მცველი გახდება.
„დიახ მე ვაკვირდები დე ლიხტის თამაშს და ზოგადად ყველა ფეხბურთელის, ვისაც ადრე ვწვრთნიდი. ძალიან ვამაყობ იმით, რასაც „იუვენტუსში“ აკეთებს და დარწმუნებული ვარ ზრდას თამაშიდან თამაშამდე გააგრძელებს. არ ვიცი ამჟამად დე ლიხტი თავისი პოტენციალის 60, 70 თუ 80%-ს აჩვენებს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო მცველზე და ეჭვი არ მეპარება, რომ სულ მალე თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო გახდება”, – განაცხადა ტენ ჰაგმა.