ტურინის იუვენტუსი აპირებს, მთელი ძალებით გადაერთოს ტოტენჰემის ნახევარმცველის შეძენაზე. ამის შესახებ ინფორმაციას Marca და Calciomercato ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტურინულმა კლუბმა ყურადღება 27 წლის დანიელ ნახევარმცველზე გადაიტანა. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ტურინულ კლუბს მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველის პოლ პოგბას ან ლაციოს სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის შეძენა სურდა. შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს იუვენტუსმა უკვე ორი ნახევარმცველი ადრიან რაბიო და აარონ რემსი დაიმატა.
კრისტიან ერიქსენს ტოტენჰემთან კონტრაქტი ერთ წელში უმთავრდება. “დეზები” ნახევარმცველს ახალ 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ წელიწადში 6 მილიონი ევროს ანაზღაურებით.
ბოლო სეზონში, კრისტიანმა 51 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გაიფორმა. პორტალი Transfermarkt-ი ფეხბეთელს 100 მილიონ ევროდ აფასებს.