ტურინის „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი და მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი უახლოეს საათებში ერთმანეთს შეხვდებიან.
როგორც იტალიური მედია იტყობინება, განსახილველი საკითხი გუნდიდან წამსვლელი ფეხბურთელები იქნებიან. სარიმ და პარატიჩიმ საბოლოოდ უნდა განიხილონ იმ ფეხბურთელთა საკითხი, რომლებიც მიმდინარე ზაფხულს ტურინს დატოვებენ.
სიაში არია: პაულო დიბალა, გონსალო იგუაინი, მარიო მანჯუკიჩი, მოიზე კინი, სამი ხედირა, ბლეზ მატუიდი, ჟოაუ კანსელუ და დანიელე რუგანი. ბუნებრივია, ხსენებული ფეხბურთელებიდან ყველას არ მოუწევს „იუვეს“ დატოვება, მაგრამ ჩამოთვლილთაგან, ვისაც სარი „ხელს დაადებს“ და პარატიჩის ეტყვის, რომ არ სჭირდება, ფაბიო მათ ტრანსფერებზე მუშაობას შეუდგება.
ვნახოთ, რა ცნობები გაჟღერდება შეხვედრის დასრულების შემდეგ და ვის მოუწევს შავ-თეთრი მაისურის გახდა…