„იუვენტუსისთვის“ მილანის „ინტერის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი B გეგმა გახდა. იმ შემთხვევაში თუ ტურინელები რომელუ ლუკაკუს გაფორმებას შეძლებენ, რომელთანაც მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, გუნდის დატოვება გონსალო იგუაინსა და მოიზე კინს მოუწევთ.
მაურო იკარდი კი, ბელგიელის ტრანსფერის შემთხვევაში „იუვეს“ სამიზნეად გაქრება. ტურინელები არგენტინელის ტრანსფერს იმ შემთხვევაში მიუბრუნდებიან, თუ ლუკაკუსთან გარიგება ვერ მოხერხდება.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ „იუვე“ ლუკაკუს ტრანსფერისთვის პაულო დიბალას გამოყენებას და არგენტინელის ბელგიელში გაცვლას ცდილობს.