ტურინის „იუვენტუსმა“ პაულო დიბალას შენარჩუნება საბოლოოდ გადაწყვიტა. იტალიური მედიის ინფორმაციით, გასულ კვირაში პსჟ-ს სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ ტურინელებს არგენტინელის შესხებ ინფორმაცია მოითხოვა, რომ მის ტრანსფერზე მუშაობა დაეწყო.
თუმცა, „იუვენტუსმა“ ფრანგულ მხარეს მტკიცე უარი განუცხადა, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ დიბალას გაყიდვას არ აპირებს.
გასული ზაფხულის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ახლა პაულო „იუვენტუსისთვის“ შეუცვლელი ფიგურაა.
ფეხბურთელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაც გადაწყვეტილია, რომელიც 2022 წლის 30 ივნისს იწურება.