მატიას დე ლიხტის შესახებ Tuttosport-თან კეიე მოლენაარმა ისაუბრა, რომელიც მისი შეყვარებულის, ანეკის მამაა და ადრე ფეხბურთელიც იყო.
„მატიასი და ანეკი იტალიაში ბედნიერები არიან, ტურინი ძალიან მოსწონთ და ვფიქრობ, ხუთი ან შეიძლება 10 წელი იქ დარჩებიან. დე ლიხტი, როგორც მცველი გაიზარდა და ყოველდღე პროგრესირება შეუძლია, რადგან მუშაობის დიდი სურვილი აქვს. კიელინი და ბონუჩიც ძალიან ეხმარებიან, ის ძალიან კმაყოფილია „იუვეში“ მიღებული გამოცდილებით“, – აღნიშნა მოლენაარმა.
შეგახსენებთ, რომ დე ლიხტი „იუვენტუსში“ გასულ ზაფუხლს გადავიდა და მის სნააცვლოდ ტურინელებმა 75 მილიონი ევრო გაიღეს.