ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი პაულო დიბალა კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ არგენტინელმა სოციალურ ქსელში თავად გააკეთა განცხადება.
„მოგესალმებით ყველას, მინდა გაცნობოთ, რომ ახლახან მივიღე კორონავირუსის ტესტის პასუხი, რომელიც ამჟერად დადებითია, როგორც ჩემს, ისე ორიანას (მისი შეყვარებული) შემთხვევაში. საბედნიეროდ, იდეალურად ვართ. მადლობა ყველას შეტყობინებებისთვის“, – დაწერა დიბალამ.
შეგახსენებთ, რომ დიბალა 11 მარტიდან მოყოლებული თავის შეყვარებულთან ერთად იზოლირებულია.