„ნაპოლის“ თავდამსხმელი არკადიუშ მილიკი შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. Tuttosport-ის ინფორმაციით, „იუვე“ ფორვარდის დამატების საკითხს აუცილებლად განიხილავს და მილიკი ერთ-ერთი ვარიანტია.
იმ შემთხვევაში თუ მაურო იკარდის და ან გაბრიელ ჟესუსის ტრანსფერის გაჩარხვა ვერ მოხერხდება, მაშინ კლუბი აქცენტს პოლონელზე გააკეთებს.
მილიკს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2021 წელს ეწურება, რაც მის სატრანსფერო ფასს ძალიან ამცირებს.