2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ალბერტო ჯილარდინომ განაცხადა, რომ 2012 წელს ახლოს იყო „იუვენტუსში“ გადასვლასთან, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი ჩაიშალა.
„სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეებში შეიძლებოდა გაცვლა მომხდარიყო: ბორიელო „ჯენოაში“, მე „იუვენტუსში“ და კვალიარელა „ლაციოში“, მაგრამ ფაბიომ რომში გადასვლაზე უარი თქვა და ტრანსფერი არ შედგა“, – გაიხსენა ჯილარდინომ.
აქვე გეტყვით, რომ ალბერტო 2004 წლის ზაფხულშიც იყო „იუვენტუსთან“ ახლოს, როდესაც „პარმაში“ თამაშობდა, მაგრამ მისი სურვილი მაშინაც არ შესრულდა. სურვილი იმიტომ, რომ ჯილარდინო „იუვენტუსის“ ქომაგია და არც ისე დიდი ხნის წინ კარიერის სინანულად დაასახელა, რომ ტურინულ გრანდში ვერ ითამაშა.