მთავარი / სიახლეები / პაულო სოუსა: “იუვენტუსის” მწვრთნელობა ჩემი ოცნებაა”

პაულო სოუსა: “იუვენტუსის” მწვრთნელობა ჩემი ოცნებაა”

ფრანგული „ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა პაულო სოუსამ „ბებერი ქალბატონის“ შესახებ იტალიურ მედიასთან ისაუბრა.

„სარის დანიშვნა „იუვენტუსის“ მხრიდან თამამი, მაგრამ კარგი არჩევანია. ის შესანიშნავი მწვრთნელია, რომელმაც ვფიქრობ, რომ უკვე დატოვა კვალი ფეხბურთში. თამაშის სტილი, რომელსაც გვთავაზობს, პირადად მე ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებდა. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, რაც „ჩელსიში“ დაამტკიცა.

კრიშტიანუ რონალდუ, უბრალოდ კრიშტიანუ რონალდუა. გიჟური მოთამაშე, რომელიც არ ჩერდება. ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია, ყოველთვის ცდილობს, რომ გუნდს გამარჯვებაში დაეხმაროს და თან მთავარ როლში იყოს. როდესაც „იუვემ“ კრიშტიანუ იყიდა, მაშინვე გავიფიქრე: ისინი ერთმნანეთვს შეავსებენ. იგივე სამუშაო კულტურა, იგივე მენტალიტეტი, იგივე ორგანიზაცია და ორივეს ერთადერთი მიზანი: გამარჯვება.

ჩემი აზრით, რონალდუმ თავისი კარიერის განმავლობაში საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო და მას შეუძლია გამარჯვებაში დაეხმაროს. თან ის პორტუგალიელია. მე ყოველთვის ვეუბნებოდი ანიელის: ბოლო ჩემპიონთა ლიგა ჩემთან ერთად მოიგეთ, თუ კიდევ გინდა გამარჯვება, პორტუგალიელი ფეხბურთელი შეიძნე (იღიმის). იმედია, რომ ასეც იქნება.

მე ყოველთვის ვოცნებობ ისეთ გუნდში მუშაობაზე, სადაც ჩემპიონებს გავწვრთნი და გამარჯვების შანსი მექნება. უდავოა, რომ „იუვენტუსი“ ასეთია. მაგრამ ეს არ მინდა, მხოლოდ მეგობრობის გამო მოხდეს, ვიცი, რომ ზოგჯერ ეს ჭრის, თუმცა არა ჩემს შემთხვევაში. მინდა ერთ დღეს ეს პოსტი დავიმსახურო და მათ სჯეროდეთ, რომ შემიძლია გუნდს წარმატება მოვუტანო“, – თქვა სოუსამ.

შეგახსენებთ, რომ პაულო სოუსა „იუვენტუსში“ 1994-1996 წლებში თამაშობდა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაში საკმაო წვლილი შეიტანა. შემდეგ „დორტმუნდში“ გადავიდა და 1997 წელს ისევ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ამჯერად ფინალში „იუვეს“ წინააღმდეგ. 1998-2000 წლების სეზონი კი მილანის „ინტერში“ გაატარა, სადაც ძველი ნაცნობი მარჩელო ლიპისთან იმუშავა.

სამწვრთნელო კარიერას რას შეეხება, „ბაზელში“, „ფიორენტინაში“, „ტიანჯინში“ უმუშავია, „ბორდო“ კი 2019 წელს ჩაიბარა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …