იტალიური გამოცემა Calciomercato-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იუვენტუსმა პაულო დიბალასთან კონტრაქტის გახანგრძლივების მიზნით მოლაპარაკებები წამოიწყო.
ტურინული კლუბი არგენტინელ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას 2024 წლამდე გეგმავს, ხოლო ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება 8 მილიონ ევრომდე გაიზრდება. პაულო დიბალას და იუვენტუსს ამჟამინდელი ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულში იწურება.