ზაფხულში იუვენტუსმა გააოცა საფეხბურთო საზოგადოება ახალი ფორმით. პირველი შემთხვევაა, როცა საშინაო კომპლექტს არ აქვს ცნობილი შავ-თეთრი ზოლები.
ამ სიახლემ დიდი რეზონანსი გამოიწვია საფეხბურთო წრეებში, ფეხბურთის სამყაროს ჯერ არ დავიწყებია იტალიელების უფრო მკვეთრი რებრენდინგი. ახალი და, როგორც ირწმუნებიან ავტორები, “თანამედროვე” კლუბის ლოგოტიპით.
როგორც დრომ აჩვენა, ამ სვლამ გაამართლა. Euromericas Sport Marketing-ის მონაცემებით 2019 წელს იუვემ გაყიდა 1 მილიონზე მეტი მაისური, რაც დაახლოებით 130 მილიონი ევროს უდრის. ამ მონაცემით ის მე-10 ადგილზეა მსოფლიოში.
წელიწადი არ დასრულებულა და მომავალი სეზონისთვის მარკეტინგის ”ინსაიდერები” უკვე იწყებენ ინტერნეტში გამოჩენას. როგორც ჩანს, ახალ კომპლექტს დაუბრუნდება კლუბის ოქროსფერი ემბლემით გაფორმებული ტრადიციული შავ-თეთრი ზოლები, რამაც შეუძლებელია გულშემატკივარი არ გაახაროს.
მაგრამ არსებობს ინოვაციები, რომლებმაც ნაკლებ სავარაუდოა, ტიფოზების მოწონება დაიმსახუროს: მაგალითად, ფორმების მესამე კომპლექტი შესაძლოა იყოს… ფორთოხლისფერი! შავი ლაქებით.
მიმდინარე სეზონისთვის განკუთვნილი წითელ-თეთრი ფორმის გამოსვლის შემდეგ გუნდი შეადარეს ბარის და პერუჯას… ვისთან შეადარებენ ფორთოხლის ფერს, შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ.