მთავარი / სიახლეები / სერია A / უდინეზეს გულშემატკივრები იუვენტუსთან გასამართ მატჩს ბოიკოტს უცხადებენ
უდინეზეს გულშემატკივრები იუვენტუსთან გასამართ მატჩს ბოიკოტს უცხადებენ

უდინეზეს გულშემატკივრები იუვენტუსთან გასამართ მატჩს ბოიკოტს უცხადებენ

უდინეზეს გულშემატკივრები Facebook-ზე განცხადებას ავრცელებენ და იუვენტუსთან გასამართ მატჩს ბოიკოტს უცხადებენ, რომელიც ტურინში გაიმართება.

ამ გადაწყვეტილების მიზეზი იყო სტუმართა სექტორის ბილეთის მაღალი ფასები. ერთი ბილეთი 43 ევრო ღირს(დაახლოებით 138 ლარი).

“სამწუხაროდ ჩვენი ვნებებით ძალიან ბევრი საფეხბურთო კლუბი სარგებლობს. ბევრჯერ მოხდა ისე, რომ ბილეთის ღირებულება სტუმართა სექტორში მნიშვნელოვან ღირებულებას აღწევდა. ჩვენ არაერთხელ გამოვთქვით უთანხმოება ძვირადღირებული ბილეთების თემასთან დაკავშირებით. დღეს კიდევ ერთი ხარჯის წინაშე ვდგავართ: 43 ევრო იმ სექტორისთვის, რომელიც უნდა იყოს პოპულალური. ჩვენ გადავწყვიტეთ რომ არ დავესწროთ იუვენტუსი-უდინეზეს მატჩს და არ მივიღოთ მონაწილეობა კიდევ ერთ სპეკულაციაში. ჩვენ ასევე ვიტოვებთ უფლებას, იგივე გადაწყვეტილება მივიღოთ, სხვა მსგავს სიტუაციაში.” – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …