მთავარი / სიახლეები / სერია A / სარის პრესკონფერენცია “უდინეზესთან” მატჩის წინ

სარის პრესკონფერენცია “უდინეზესთან” მატჩის წინ

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ „უდინეზესთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, დუგლას კოშტა და როდრიგო ბენტანკური კარგად არიან.

„უდინეზე“ სახიფათო გუნდია, რომელმაც იცის როგორ ჩაკეტოს თამაში. დიდი ყურადღებით უნდა ვითამაშოთ. გოტი ჭკვიანი მწვრთნელია, ჩემთან ერთად „ჩელსიში“ მუშაობდა. უნდა გავაუმჯობესოთ ჩემპიონთა ლიგის შემდეგ შედეგები სერია A-ში, ეს არის ტურნირი, სადაც ყოველთვის საჭიროა ბევრი ენერგია მენტალური და ნერვული თვალსაზრისით.

დუგლას კოშტა და ბენტანკური კარგად არიან თუმცა განსხვავებულ კონდიციაში არიან, რადგან ერთმა 20 დღე გამოტოვა, მეორემ – სამი. როდრიგოს შეუძლია ტოპ მოთამაშე გახდეს, აქვს ფიზიკური თვისებები და ნორმალური ზღვარით ტექნიკა, ასევე იზრდება პიროვნულ დონეზეც. რემზი აქამდე მხოლოდ ინდივიდუალურად ვარჯიშობა, დღესაც არ იყო გუნდთან ერთად, ვნახოთ ითამაშებს თუ არა ხვალ. რონალდუ გაიზარდა ფიზიკური თვალსაზრისით. რაბიოს პრობლემები ჰქონდა ჩვენს ფეხბურთთან ადაპტაციის კუთხით, მაგრამ ახლა ეს ნორმალურია.

კმაყოფილი ვარ, რომ იტალიურ ფეხბურთს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სამი გუნდი წარმადგენს, რა თქმა უნდა ეს სიგნალია, რომ ვვითარდებით. წილისყრა? ახლა მხოლოდ ხვალინდელი მატჩი მაინტერესებს, მხოლოდ „უდინეზესთან“ შეხვედრაზე და სერია A-ზე ვფიქრობთ“, – თქვა სარიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „უდინეზეს“ მატჩი 15 დეკემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …