მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” ალდერვეირელდის ხელში ჩაგდებას უფასოდ გეგმავს

“იუვენტუსი” ალდერვეირელდის ხელში ჩაგდებას უფასოდ გეგმავს

ზაფხული ისე არ ჩაივლის, რომ „იუვენტუსმა“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ფეხბურთელი არ დაიმატოს. ბოლო ასეთი შენაძენები ადრიენ რაბიო და აარონ რემზი აღმოჩნდნენ.

ფაბიო პარატიჩი კი უკვე დამდეგ ზაფხულზე ფიქრობს და შესაძლოა „იუვემ“ ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველი ტობი ალდერვეირელდი უსასყიდლოდ გაიფორმოს.

30 წლის ბელგიელს „მამლებთან“ კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისს ეწურება და მისი გასამრჯელო ინგლისში 4.5 მილიონი ევროა.

„იუვენტუსს“ ალდერვეირელდის შემთხვევაში აარონ რემზის მსგავსი ოპერაციის განხორიციელების იმედი აქვს და აპირებს, რომ ტრანსფერი ოფიციალურად იანვარში დაადასტუროს, ხოლო ფეხბურთელი ტურინში ივნისში იახლოს.

ტურინელების გარდა ბელგიელისთვის „რომა“ და „მანჩესტერ იუნაიტედიც“ იბრძვიან.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …