ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ხუან კუადრადომ Sky Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც თავის ახალ პოზიციაზე, ჩემპიონთა ლიგაზე და „ინტერთან“ მოახლოებული მატჩის შესახებ ისაუბრა.
„ფლანგის პოზიცია ყოველთვის ჩემი იყო, მე მუდამ ვარ მწვრთნელის განკარგულებაში და გუნდისთვის რაც შემიძლია 100%-ით გავცემ. განსაკუთრებით იმ მომენტში თუ ვინმეს შეცვლა მიწევს ტრავმის გამო. ვეცდები მაქსიმუმი გავაკეთო დაცვით ფაზაშიც. უკვე ველაპარაკე ბარძალის, რომელიც ცხადია ძალიან გამოცდილია და ეს ძალიან დამეხმარება.
ჩემპიონთა ლიგაზე ყველა თამაში რთულია და ჩვენ ეს გაცნობიერებული გვაქვს. ყველა მატჩი უნდა ვითამაშოთ როგორც ფინალი და ველოდებით დადებით შედეგებს. ფავორიტები ვართ? ჩვეულებრივ ასეა, მაგრამ ყველა თამაში სათამაშოა და მაქსიმუმი უნდა გავიღოთ.
„ატლეტიკოსთან“ გოლი რამდენჯერმე ვნახე და ეს შესანიშნავი იყო, მაგრამ დასანანია, რომ ის თამაში ვერ მოვიგეთ მიუხედავად იმისა, რომ მადრიდულმა თამაშმა პოზიტიური ნიშნები გამოაჩინა რთული მეტოქის წინააღმდეგ. ვეცდებით გავაუმჯობესოთ შედეგი და მწვრთნელის მოთხოვნები 100%-ით შევასრულოთ.
„ინტერი“? შესანიშნავი გუნდია, იბრძვის ლიდერობისთვის და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. კვირას ნამდვილი ბრძოლა გველოდება“, – თქვა კუადრადომ.