იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი მიიჩნევს, რომ „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ყველაფერი აქვს.
„ჩემპიონატი ისე მიმდინარეობს, როგორც მოსალოდნელი იყო. „იუვე“ ჩვეულ დონეზე, სხვები იბრძვიან, პირველ რიგში „ინტერი“. კონტემ უდიდესი სამუშაო შეასრულა. სარის ოდნავ განსხვავებული მიდგომა აქვს, შრომატევადი თამაში აქვს, რომელსაც დრო სჭირდება. მაგრამ უკვე გამოიკვეთა პიანიჩი, როგორც სარის გუნდის ღერძი.
ჩემპიონთა ლიგის მოგება ადვილი არაა, მარტში საუკეთესო კონდიციებში უნდა იყო, რადგან ეს გადამწყვეტი მომენტია. „იუვეს“ ყველაფერი აქვს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად, ისევე, როგორც ყველა სხვა გუნდს. გარდა ამისა, ყოველწელს ჩნდება სიურპრიზები, მაგალითად „ტოტენჰემი“. „იუვეს“ ალბათ პატარა იღბალი აკლდება, რომ შესაბამის მომენტში ყველაფერი რიგზე იყოს“, – თქვა რანიერიმ.