მთავარი / სიახლეები / პიანიჩი: “რაც უფრო დრო გადის, მითუფრო ვპოულობთ ჩვენს თამაშს”

პიანიჩი: “რაც უფრო დრო გადის, მითუფრო ვპოულობთ ჩვენს თამაშს”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მირალემ პიანიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე „ლევერკუზენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ბოსნიელმა მაურიციო სარის სათამაშო მეთოდებზე და საკუთარ პროგრესზე ისაუბრა.

„მწვრთნელი უბრალოდ ითხოვს, რომ ბურთს უფრო ხშირად შევეხო. რაც უფრო მეტი დღე გადის, მითუფრო ვეგუებით ახალ მეთოდებს, რომელიც მას ჩვენგან სურს და ვხედავ, რომ გუნდი პროგრესირებს. ერთ თვეში ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება, მაგრამ წინ მივდივართ და რაც უფრო დრო გავა, უფრო მეტად ვნახავთ ჩვენს თამაშს.

ალეგრი ჩემგან უფრო მეტად ფლანგებზე პასების განაწილებას ითხოვდა, ახლა განსხვავებული მეთოდით ვთამაშობთ და ხაზებს შორის მიწევს მოძრაობა. ჩემს თანაგუნდელებს უფრო ხშირად ვეძახი და ვეცდები თითოეულ თამაშში ბურთს 150-ჯერ შევეხო.

მე ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვირიცხები და საუკეთესო თანაგუნდელები მყავს. ვცდილობ ყოველთვის ახალი ვისწავლო და ახლა თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვგრძნობ. ყოველთვის მქონდა ბედნიერება დიდი მწვრთნელები მყოლოდა, რომლებთანაც ვიხვეწებოდი, მაგრამ მინდა კიდევ უფრო მოვუმატო. გამარჯვება კი ზრდაში გვეხმარება“, – თქვა პიანიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ლევერკუზენის“ შეხვედრა 1 ოქტომბერს, 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …