მთავარი / სიახლეები / “იუვემ” “ინტერს” უარი უთხრა და დიბალა შესაძლოა პოგბაში გაცვალოს

“იუვემ” “ინტერს” უარი უთხრა და დიბალა შესაძლოა პოგბაში გაცვალოს

ტურინის „იუვენტუსში“ პაულო დიბალას მომავალი ისევ ბუნდოვანია. მიუხედავად მასიმილიანო ალეგრის გუნდიდან წასვლისა, არგენტინელმა შესაძლოა ზაფხულში ტურინი დატოვოს.

აქამდე განიხილებოდა მაურო იკარდისთან ბარტერი, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, „იუვენტუსმა“ ამ წინადადებაზე უარი თქვა და ახლა პაულოს გაცვლას სხვა ფეხბურთელში შეეცდება.

საუბარი პოლ პოგბაზე, რომლის დაბრუნება „ბებერ სინიორას“ ძალიან უნდა. თავის მხრივ, „მანჩესტერი“ დიბალას ერთ-ერთი მსურველია და არაა გამორიცხული მხარეებმა გაცვლაზე შეთანხმებას მიაღწიონ.

აღსანიშნავია, რომ ორივე ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 100 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …