მთავარი / სიახლეები / რუგანი “იუვენტუსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

რუგანი “იუვენტუსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ და დანიელე რუგანი სულ მალე ახალ კონტრაქტს გააფორმებენ. მიუხედავად იმისა, რომ 24 წლის რუგანიმ კონტრაქტი რამდენიმე თვის წინ 2023 წლამდე გაახანგრძლივა, მხარეებმა ვადის განახლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც იტალიური მედია იტყობინება, რუგანი „იუვეს“ ბედს 2024 წლამდე დაუკავშირებს. აღსანიშნავია, რომ ის გუნდში ერთადერთი ცენტრალური მცველია, რომელიც 30 წელს გადაცილებული არ გახლავთ.

გარდა ამისა, მაურიციო სარი, რომლის დანიშვნა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, დანიელეზე დიდ იმედს ამყარებს. ისინი ერთად „ემპოლიში“ ორი სეზონი მუშაობდნენ. სარის რუგანის წაყვანა ჯერ „ნაპოლიში“, მერე კი „ჩელსიშიც“ უნდოდა.

გასულ სეზონში დანიელე რუგანიმ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …