ტურინის „იუვენტუსი“ იტალიური ფეხბურთის ახალი იმედის, ნიკოლო ძანიოლოს გადაბირებით სერიოზულადაა დაინტერესებული. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტურინელთა სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი მილანში ძანიოლოს აგენტს შეხვდა.
ჯერჯერობით შეხვედრის დეტალები უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ „რომა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ მინიმუმ 40 მილიონ ევროს ითხოვს. „იუვემ“ კი არაა გამორიცხული გარიგებაში ხუან კუადრადო და მატია პერინიც ჩართოს.
შეგახსენებთ, რომ „ბებერი სინიორა“ ძანიოლოს გარდა, ფედერიკო კიეზას მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს.