პაულო დიბალა ზაფხულში ძალიან ახლოს იყო „ტოტენჰემთან“ და „მანჩესტერთან“, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. არგენტინელი მაურიციო სარისთან ერთად ძველებურად ათამაშდა და ტურინში ახლა იმაზე დაიწყეს ფიქრი, რომ ახალი კონტრაქტი გაუფორმონ.
აღსანიშნავია, რომ „იუვეში“ დარჩენის დიდი სურვილი თავად ფეხბურთელს აქვს და მისი კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდეა ზაფხულში. ამიტომაც, ტურინში კონტრაქტის განახლების გეგმაზე მუშაობა დაიწყეს.
გარდა ამისა, როგორც იტალიური მედია იტყობინება, ჟოზე მოურინიო ზაფხულში დიბალაზე შეტევას გეგმავს, რადგან ძალიან უნდა „ტოტენჰემში“ მისი ხილვა.
თუმცა, ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე, ტურინში დარჩენა და ახალი კონტრაქტის გაფორმება პრობლემა არ უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ ბოლო დროს „ლა ჯოია“ ძველებურად გუნდის ლიდერად იქცა.