მთავარი / სიახლეები / ბონუჩიმ დაასახელა გუნდი, რომელთანაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში არ სურს

ბონუჩიმ დაასახელა გუნდი, რომელთანაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაში არ სურს

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასვლა პირველი ადგილით მოახერხა და შესაბამისად, უკვე ცნობილია, რომ პირველ მატჩს სტუმრად ჩაატარებს და მეორე ადგილოსანს შეხვდება.

ჯერჯერობით, სხვა ჯგუფებში მეორე ადგილის ბედი მხოლოდ ნაწილობრივაა გარკვეული. ბოლო ტურის წინ „იუვენტუსის“ ორი სავარაუდო მეტოქეა ცნობილი: „რეალი“ და „ტოტენჰემი“.

ლეონარდო ბონუჩის განცხადებით, ჟოზე მოურინიოს გუნდის წინააღმდეგ თამაში არ სურს და ურჩევნია „რეალს“ დაუპირისპირდეს. ამის შესახებ ბონუჩიმ საკუთარი წიგნის პრეზენტაციაზე “ჩემი მეგობარი ლეო”, განაცხადა.

„მინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ტოტენჰემი“ არ შეგვხვდეს, სადაც მოურინიო მივიდა და მას გადამწყვეტ მატჩებში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. თებერვალი და მარტი შორსაა, ფიზიკური და მენტალური კონდიციები შესაძლოა შეიცვალოს. „ტოტენჰემი“ მთავარი მწვრთნელის ცვლილების შემდეგ კვლავ დაბრუნდა ბრძოლაში და პლეი-ოფში მოურინიოს ფეხბურთელებისთვის მეტის მიცემა შეუძლია.

რონალდუ? ყველაფერი გარკვეულია, ჩვენ ვისაუბრეთ. მთავარია, რომ როდესაც ვინმე საუკეთესო ფორმაში არაა, სხვა მზად იყოს. ჩვენ გყავს მოთამაშეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ტოპ ფორმაში არიან. ჩვენ გუნდი ვარ, უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი ბოლომდე. მიზანი კი, გაზაფხულზე საუკეთესო ფორმაში შესვლაა.

ბულინგი ჩვენი საზოგადოების უბედურებაა, იმედია დავეხმარებით ყველას, ვინც ამის გამო იტანჯებ. ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრად უფრო ყურადღებიანები ჩვენი შვილების მიმართ. ძალიან ხშირად ეს ქცევები ჩვენი ყურადღებობის ნაკლებობით მოდის. იმედი მაქვს, რომ ეს წიგნი ყველას დაეხმარება.

„ინტერი“? ვიცოდი, რომ სერიოზული ძალა იქნებოდა როგორც ჩემპიონატში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე, მაგრამ მე ჩემს გუნდზე ვფიქრობ, ჩვენი მიზანია ყველა ტურნირზე მოვახერხოთ გამარჯვება.

დე ლიხტი? ვხედავთ, რომ უმატებს, დიდიდ ფეხბურთელის თვისებები აქვს, თავმდაბალი ბიჭია და ერთ-ერთი საუკეთესო გახდება.

დიბალას გოლის აღნიშვნა სამხედრო მისალმებით? ეს უბრალოდ ხუმრობა იყო, პაულოსა და დემირალს შორის.

ყველაზე მეტად ვის წინააღმდეგ მიჭირს თამაში? ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს დუვან ძაპატაა. გამიხარდა, რომ გასულ ტურში ჩვენს წინააღმდეგ ვერ ითამაშა“, – განაცხადა ბონუჩიმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …