მთავარი / სიახლეები / “დორტმუნდი” მზადაა “იუვეს” ორ ფეხბურთელში 30 მილიონი გადაიხადოს

“დორტმუნდი” მზადაა “იუვეს” ორ ფეხბურთელში 30 მილიონი გადაიხადოს

მარიო მანჯუკიჩის ბედი ჯერაც გაურკვეველია და ერთადერთი, რაც ამ დროისთვისაა ცნობილი, „იუვენტუსიდან“ მისი წასვლაა.

ხორვატი მიმდინარე სეზონში საერთოდ არ გამოჩენილა გუნდთან ერთად, მხოლოდ პირველ ტურში იყო („პარმასთან“) სათადარიგო სკამზე და მას შემდეგ მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადება.

მარიოს აქამდე „მანჩესტერს“ უკავშირებდნენ, მაგრამ ბრიტანული მედიის ცნობით, „წითელმა ეშმაკებმა“ ტრანსფერზე უარი განაცხადეს. ახლა მანჯუკიჩისთვის „დორტმუნდი“ იბრძვის.

თუმცა, გერმანელებს ტურინში მეორე ფეხბურთელიც აინტერესებთ – ემრე ჯანი. კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც „იუვეში“ ბედნიერი არაა, რადგან მაურიციო სარის გეგმებში ვერ ჯდება.

„დორტმუნდი“ მზადაა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მანჯუკიჩისა და ჯანის სანაცვლოდ „იუვეს“ 30 მილიონი ევრო გადაუხადოს. თუმცა, ამ წინადადებაზე ტურინელთა პასუხი ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …