მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის „არსენალი“ უნაი ემერიმ დატოვა და ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, დანიელე რუგანის ტრანსფერს მაინც გეგმავს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, „მეთოფეები“ ზაფხულში იტალიელი ფეხბურთელის შეძენას აპირებენ და „იუვეს“ წინადადებას წარუდგენენ, რომლის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
რუგანი „იუვენტუსში“ სათამაშო პრაქტიკას მოკლებულია და მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯო კიელინი ტრავმირებულია, ჯერჯერობით მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა („ჯენოასთან“ და „ლოკომოტივთან“).
შეგახსენებთ, რომ დანიელე „იუვეში“ 2015 წლიდან თამაშობს, მაგრამ ძირითადი შემადგენლობის წევრად 25 წლის მცველი დღემდე ვერ ჩამოყალიბდა.