მთავარი / სიახლეები / ალექს სანდრო “სასუოლოსთან” მატჩისთვის მზადაა, რაბიო – არა

ალექს სანდრო “სასუოლოსთან” მატჩისთვის მზადაა, რაბიო – არა

ტურინის „იუვენტუსი“ „სასუოლოსთან“ მატჩამდე ორი დღით ადრე მზადებას განაგრძობს. როგორც კლუბის ვებგვერდი იტყობინება, ალექს სანდრომ ტრავმა სრულად მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიში სრული დატვირთვით, ბოლომდე ჩაატარა.

ეს ნიშნავს, რომ ბრაზილიელი გუნდს უბრუნდება და დიდი ალბათობით, „ნეროვერდისთან“ ძირითად შემადგენლობაში იქნება.

რაც შეეხება კიდევ ერთ ტრავმირებულ ადრიენ რაბიოს, ფრანგი კვლავ პერსონალურად ემზადება და განაცხადში მისი მოხვედრა პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „სასუოლოს“ მატჩი კვირას, 1 დეკემბერს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …