ტურინის „იუვენტუსმა“ და „პარი სენ ჟერმენმა“ შესაძლოა სატრანსფერო ბაზრის ბოლო ხანებში აქტიურად ითანამშრომლონ. აღნიშნულ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს.
საქმე არ ეხება მხოლოდ პაულო დიბალას, რომელიც პარიზელთა მთავარი სამიზენა თუ ნეიმარი გუნდს დატოვებს. ამასთან, ფაბიო პარატიჩიმ ლეონარდოს ორ ბარტერზე ჩამოუგდო სიტყვა: ემრე ჯანი – ანხელ დი მარია და მირალემ პიანიჩი – მარკო ვერატი.
ჯერჯერობით, ეს ცნობა მხოლოდ იდეის დონეზე განიხილება, მაგრამ არაა გამორიცხული უახლოესმა დღეებმა ყველაფერი სწრაფად და რადიკალურად შეცვალოს.