მთავარი / სიახლეები / დ’ავერსა: “გვინდა სეზონი პოზიტიური შედეგით დავიწყოთ”

დ’ავერსა: “გვინდა სეზონი პოზიტიური შედეგით დავიწყოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მომავალი მეტოქის, „პარმას“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ კომენტარი გააკეთა, იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, მის გუნდს 100%-ზე მეტად დახარჯვა მოუწევს დადებითი შედეგის მისაღწევად.

„ქალაქი ელოდება ამ შეხვედრას. გვინდა ქულები ჩემპიონატის ყველაზე ძლიერი გუნდის წინააღმდეგ მოვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, პუბლიკა მუხტს მოგვცემს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ მძიმე სამუშაო გამოვიარეთ, რთული იქნება, მაგრამ გვინდა პოზიტიურ შედეგს მივაღწიოთ, ამისთვის კი 100%-ით დახარჯვა საკმარისი არ იქნება და მეტია საჭირო.

„იუვენტუსთან“ ახლა თამაში უკეთესია? არა, უმჯობესია მაშინ, როდესაც სკუდეტო უკვე მოგებული აქვს. ყველა შემთხვევაში ჩვენ ჩვენს სახლში ვიყურებით. „იუვე“ ძალიან ძლიერია და დარწმუნებული ვარ უპირატესობა არ გვექნება. სარის გუნდი ალეგრისგან განსხვავებულ ფეხბურთს თამაშობს, უფრო მეტი ყურადღება ორგანიზებასა და ბურთის ფლობას ეთმობა“, – თქვა დ’ავერსამ.

შეგახსენებთ, რომ „პარმასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 24 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *