ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოცე ტურში „პარმა“ (2:1) კრიშტიანუ რონალდუს დუბლით დაამარცხა და „ინტერთან“ სხვაობა გაზარდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით.
შჩესნი 6 – ყველაფერი გააკეთა რაც უნდა გაეკეთებინა კუცკას, კურტიჩისა და ერნანის შორეული დარტყმების დროს. კორნეულისის გოლის დროს კი უძლური იყო.
კუადრადო 6 – თანმიმდევრულად უტევდა, მაგრამ განსაკუთრებული ეფექტებისა და შეცდომების გარეშე.
დე ლიხტი 7 – კლდესავით იდგა, აშკარა პროგრესი, პუნქტუალური იყო მეტოქის აყვანინსას, მეორე სართულზე დომინირებდა და სპროკატის ეპოზოდში გუნდი გადაარჩინა, პრაქტიკულად გატანილ გოლს უდრიდა.
ბონუჩი 6 – ბინძური სამუშაო პრაქტიკულად დე ლიხტს დაუტოვა, თვითონ კი შეტევების დაწყებას ცდილობდა.
ალექს სანდრო 6 – ოცი წუთი ითამაშა და დაშავდა, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე უცნობია.
დანილო 6.5 – კარგად ჩაერთო თამაშში, დაცვაშიც ყურადღებით იყო და შეტევაშიც. გოლამდე ცოტა დააკლდა, მეკარემ და ძელმა ხელი ერთად შეუშალეს.
რაბიო 6.5 – პირველ ტაიმში ნახევარდაცვაში „იუვეს“ მხრიდან საუკეთესო იყო.
პიანიჩი 5.5 – „იუვე“ ნელა თამაშობდა და მან ვერ შეძლო რიტმის შეცვლა. დაწინაურების შემდეგ ოდნავ გაუადვილდა ვითარება.
მატუიდი 6 – დასდევდა ყველას და დარბოდა ყველგან.
რემზი 5.5 – ხაზებს შორის ვერ მოახერხა თამაში, მხოლოდ პირველი ტაიმისბოლოს იყო სახიფათო, როცა კარს მცირედით ააცილა.
იგუაინი 6 – შევიდა და „იუვე“ ხელმეორედ დაწინაურდა.
დიბალა 6.5 – ცდილობდა თავდასხმაში სივრცეების მოძებნად. მეორე ტაიმის დასაწყისში ქუსლით დანილოს შესანიშნავი პასი გაუკეთა, მეორე გოლი კი, ნახევრად მისი დამსახურებაა.
დუგლას კოშტა შ.გ – ბრაზილიელმა ბოლო 10 წუთი ითამაშა.
რონალდუ 7.5 – დუბლი შეასრულა და მეტის გატანაც შეეძლო. ჩემპიონატში უკვე 16 გოლი აქვს, ცოტაა?