მთავარი / სიახლეები / სერია A / ფაქტები და სტატისტიკა “იუვეს” – “პარმას” მატჩიდან

ფაქტები და სტატისტიკა “იუვეს” – “პარმას” მატჩიდან

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოცე ტურში „პარმა“ კრიშტიანუ რონალდუს გოლებით 2:1 დაამარცხა. წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებსა და სტატისტიკას, რომლებიც ამ მატჩის შემდეგ დაფიქსირდა.

50 – „იუვენტუსი“ ერთადერთი გუნდია მას შემდეგ, რაც გამარჯვებაზე 3 ქულა ენიჭებათ გუნდებს, რომელმაც ზედიზედ სამი სეზონის განმავლობაში მოახერხა 20 ტურის შემდეგ 50 ქულაზე მეტის მოპოვება. ტურინელებმა ამ შედეგს 2017-2018, 2018-2019 და 2019-2020 წლების სეზონში უწიეს.

2 – „იუვენტუსმა“ სერია A-ში „პარმას“ ორივე თამაში 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოუგო.

25 – „იუვენტუსმა“ „პარმას“ გოლი ყველაზე, 25-ვე საშინაო შეხვედრაში გაუტანა, ჯამში 62 გოლი. „ბიანკონერი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ემილიელები მინიმუმ 10-ჯერ ესტუმრნენ და საკუთარი კარის მშრალად შენახვა ვერ მოახერხეს.

7 – კრიშტიანუ რონალდუმ სერია A-ს ზედიზედ 7 შეხვედრაში გაიტანა გოლი და ბოლოს ასეთი კარგი დავიდ ტრეზეგეს ჰქონდა. 2005 წელს ფრანგმა მიჯრით 9 მატცში გამოიჩინა თავი.

16 – გარდა ამისა, რონალდუ 1960 წლის შემდეგ „იუვენტუსის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც საწყის 20 ტურში 16 გოლიან ნიშნულს მიაღწია. ბოლოს ასეთი რამ ომარ სივორის ჰქონდა გაკეთებული. მთლიანობაში მხოლოდ ხუთ ფეხბურთელს აქვს „იუვეს“ ისტორიაში ეს გაკეთებული. სივორის და რონალდუს გარდა, ჩალრსს, ჰანსენსა და ბორელს. ასევე, ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 2006-2007 წლების სეზონიდან მოყოლებული ზედიზედ 14 სეზონი ჩემპიონატების ეგიდით მინიმუმ 15 გოლი გაიტანა ყოველ სეზონში (ამ პერიოდში ჯამში 414 გოლი).

5 – რონალდუმ „პარმას“ წინააღმდეგ ხუთ გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა(4 გოლი, 1 პასი). ამაზე კარგი შედეგი ხსენებული კუთხით არცერთ გუნდთან არ აქვს.

50% – ბლეზ მატუიდის სერია A-ში სულ ოთხი საგოლე პასი აქვს გაკეთებული და აქედან ორი „პარმას“ წინააღმდეგ. 75% კი, გოლით რონალდუმ დააგვირგვინა (4-დან 3).

350 – ლეონარდო ბონუჩიმ სერია A-ში 350-ე თამაში ჩაატარა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …