მთავარი / სიახლეები / “იუვე”, “მილანი” და პსჟ სატრანსფერო სამკუთხედს შექმნიან?
"იუვე", "მილანი" და პსჟ სატრანსფერო სამკუთხედს შექმნიან?

“იუვე”, “მილანი” და პსჟ სატრანსფერო სამკუთხედს შექმნიან?

ტურინის „იუვენტუსმა“, „მილანმა“ და პსჟ-მ შესაძლოა სატრანსფერო სამკუთხედი დაატრიალონ. La Repubblica-ს ინფორმაციით, არაა გამორიცხული გუნდებმა მეკარეები შეიცვალონ.

სცენარი ასეთია – ჯანლუიჯი დონარუმა „იუვენტუსში“, ვოიცეხ შჩესნი პსჟ-ში და მატია პერინი „მილანში“.

ტრანსფერის ალბათობა ამ დროისთვის არცთუ ისე მაღალია, მაგრამ იტალიური მედიის ინფორმაციით, პერინით დაინტერესებას „მილანი“ მართლაც იჩენს, ხოლო დონარუმა ახლოსაა ლომბარდიული გრანდის დატოვებასთან.

თავის მხრივ, პარიზში შჩესნის გადაბარგებაც არ იქნება უტოპიური თუ „იუვე“ დონარუმას გაფორმებას შეძლებს.

ცნობისთვის, „იუვემ“უკვე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია ჯანლუიჯი ბუფონთან, რომლის ტრანსფერი ახლო მომავალში გაოფიციალურდება. ეს კი ნიშნავს, რომ მატია პერინი ტურინს დანამდვილებით დატოვებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …