ტურინის „იუვენტუსის“ ახალწვეული ადრიენ რაბიო მედიის წინაშე წარადგინეს და ფრანგმა ფეხბურთელმა მათ კითხვებსაც უპასუხა.
24 წლის რაბიომ სათამაშო ნომერი არ შეიცვალა და „იუვეშიც“ 25-ნომრიანი მაისურით გაირჯება:
„წარსულში „იუვენტუსთან“ ხშირად მქონდა კონტაქტი, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრების სხვა პერიოდი იყო. მაგრამ დღეს აქ მოსვლისთვის იდეალური მომენტია. მოლაპარაკებები ცოტა ხნის წინ დაიწყო, ყველაფერი სწრაფად მოხდა და პრობლემა არ გვქონია.
ბუფონის როლი ტრანსფერში? მან გუნდის შესახებ ბევრი რამ მითხრა, ბევრს ვსაუბრობდით და ვფიქრობ საუკეთესო ადამიანია, ვისთანაც ეს საკითხი შეიძლებოდა განმეხილა. „იუვეზე“ ძალიან ბევრი საინტერესო მითხრა. განსაკუთრებით ის, რომ აქ შემეძლება ხარისხობრივად დიდი ნახტომი გავაკეთო ჩემს კარიერაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მინდორზე ჩემი საუკეთესო პოზიცია სამ ცენტრალურ ნახევარმცველში მარცხნივ თამაშია, მაგრამ შემიძლია ორ ნახევარმცველიან ტაქტიკაშიც ვითამშო. მწვრთნელის განკარგულებაში ვარ. რონალდუ? უდიდესი ჩემპიონი და ცხადია, მისმა აქ ყოფნამაც განაპირობა, რომ „იუვე“ ავირჩიე.
სარი? ჯერ მასთან არ მისაუბრია, მაგრამ ყველამ „იუვე“ კარგად დამიხასიათა და ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს. როგორც ვხედავ „იუვენტუსი“ პსჟ-ზე მაღალი დონის გუნდია, ევროპული ტურნირების ფინალებში ხშირად გადის“, – თქვა რაბიომ.
🗣 @Adriien_Rabiiot: «Il momento giusto»
🗞 Le parole in conferenza stampa ➡️ https://t.co/hh7lQd9YPz pic.twitter.com/uJ635uvFiC
— JuventusFC (@juventusfc) July 2, 2019