მთავარი / სიახლეები / Tuttosport-ი მარკიზიოს შესაძლო დაბრუნებაზე…
Tuttosport-ი მარკიზიოს შესაძლო დაბრუნებაზე…

Tuttosport-ი მარკიზიოს შესაძლო დაბრუნებაზე…

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კლაუდიო მარკიზიომ „ზენიტთან“ კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა. ამასთან დაკავშირებით Tuttosport-ი წერს, რომ ტურინელი გულშემატკივრები მის დაბრუნებაზე ოცნებობენ.

„კლაუდიო მარკიზიო გუშინ საღამოდან მოყოლებული თავისუფალი აგენტია, მას მერე, რაც „ზენიტთან“ კონტრაქტი გაწყვიტა. ერთმა თავისუფალმა აგენტმა აარონ რემზიმ უკვე მოირგო მარკიზიოს 8 ნომრიანი მაისური „იუვენტუსში“ და კლაუდიომ ამაზეც გააკეთა კომენტარი, სწორი არჩევანიაო („კმაყოფილი ვარ, რომ მან აიღო. ის დიდი ფეხბურთელია და საუკეთესოს ვუსურვებ“, უპასუხა ერთ-ერთ გულშემატკივარს მარკიზიომ სოციალურ ქსელში).

ქომაგები კი ახლა ოცნებობენ, რომ ჯიჯი ბუფონის დარად ისიც დაუბრუნდეს შავ-თეთრ ოჯახს. ამიტომაც, იუვენტინოებმა დაიწყეს იმედის გაჩენა იმასთან დაკავშირებით, რომ მარკიზიოს ისტორია ზღაპრულად დასრულდება. მეორეს მხრივ, „იუვენტუსს“ განაცხადში სამი თავისუფალი ადგილი აქვს აკადემიის აღზრდილებისთვის და შესაბამისად, მარკიზიო ჩემპიონატის ან ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ზედმეტ ადგილს არ შეავსებს. მიუხედავად ამისა, რთული სათქმელია, რომ ეს ისტორია რეალობად იქცევა.

ცხადია, „იუვეს“ ნახევარდაცვაში საკმაოდ ხალხმრავლობაა, მაგრამ „იუვეს“ ქომაგებს უფლება აქვთ შეიქმნან თავიანთი ოცნება და დაიბრუნონ ნახევარმცველი, რომელიც კლუბის ქომაგობას აგრძელებს და ეს მისი სოციალური ქსელიდან ყოველდღე ჩანს. და მაინც, ამ ეტაპზე უფრო მოსალოდნელია, რომ მარკიზიო კარიერას კვლავ უცხოეთში გააგრძელებს, რადგან იტალიაში ურჩევნია „იუვენტუსის“ გარდა სხვა გუნდის მაისური არ მოირგოს. ზოგიერთი წინადადება უკვე აქვს კიდეც, მაგრამ თვითონ არ ჩქარობს“, – წერს გამოცემა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …