ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო ტურინის „იუვენტუსს“ დამეგ სეზონშიც ფავორიტად მიიჩნევს. მისი განცხადებით, მატის დე ლიხტის ტრანსფერის იდეით მოხიბლულია.
„იუვემ“აქცენტი დე ლიხტზე გააკეთა და ეს იდეა ძალიან მომწონს. გაიხსენეთ, კლოპმა ვან დეიკსა და ალისონში მილიონები დახარჯა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. „იუვეში“ თუ დე ლიხტი მოვა, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად დიდი განაცხადი იქნება. თანაც, აქ უკვე არიან რაბიო, რემზი… „იუვენტუსი“ ჩემთვის ფავორიტია, ყველა ასპექტში წინ არიან, მათ შორის ფეხბურთელებით“, – თქვა კაპელომ.