მთავარი / სიახლეები / სერია A / “იუვე” – “კროტონე”: ფეხბურთელთა შეფასებები

“იუვე” – “კროტონე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 23-ე ტურში „კროტონე“ კრიშტიანუ რონალდუს დუბლითა და ვესტონ მაკკენის გოლებით 3:0 დაამარცხა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:

ბუფონი 6 – ჩვეულებრივი თამაში, მას საქმე თითქმის არ ჰქონია.

დანილო 6 – ის არასდროს ჩერდება, მაგრამ გაჩერება მოუწევს ვერონაში ფორსმაჟორის გამო, რადგან გაფრთხილება მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

დემირალი 6 – კლდესავით იდგა დაცვაში.

დე ლიხტი 6.5 – განსაკუთრებით მეტოქის საჯარიმოში გამოირჩეოდა და ორჯერ გოლის გატანასთან ახლოს იყო.

ალექს სანდრო 6.5– რონალდუს შესანიშნავი საგოლე პასი გაუკეთა.

ფრაბოტა შ.გ – მან მოედანზე მხოლოდ რამდენიმე წუთი გაატარა.

კიეზა 7 – ძალიან კარგი თამაში, თუნდაც გოლის გარეშე. ის ამჟამად „იუვესთვის“ დამატებითი ფეხბურთელია.

დი პარდო შ.გ – მან კიეზა რამდენიმე წუთით დაასვენა.

მაკკენი 7 – „იუვენტუსის“ პრესინგს ის ხელმძღვანელობდა, პოზიციების შეცვლით თითქმის დაივიწყა, რა არის მისი ბუნებრივი როლი. საჯარიმოში იცის, რა არის საჭირო გოლის გასატანად.

ბენტანკური 6 – რომ არა „პორტუსთან“ ცუდი თამაში, ალბათ, ის დაისვენებდა, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო დაუყოვნებლივ მოედანზე დაბრუნება ნდობის აღსადგენად.

ფაჯიოლი 6 – ბოლო 20 წუთი ითამაშა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

რემზი 6.5 – როდესაც ის კარგად არის, თითქმის ყოველთვის პოულობს ძირითადში ადგილს. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელად რაც შეიძლება დიდხანს იყოს.

ბერნარდესკი შ.გ – ფედერიკომ ბოლო 15 წუთი ითამაშა, როცა მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.

კულუშევსკი 6 – შეტევაში სხვადასხვა ფრონტზე უწევდა ბრძოლა, განსაკუთრებული ეფექტების გარეშე.

მორატა შ.გ – ის ჯერ კიდევ არ არის კარგ მდგომარეობაში, ამიტომაც, მხოლოდ 15 წუთით დაიტვირთა.

რონალდუ 7 – ორი გოლი გაიტანა, კიდევ ორი გოლი შეეძლო გაეტანა, მაგრამ ცარიელ კარს ააცილა. კიდევ ერთხელ კი შესანიშნავი შანსი გაანიავა, როცა მეკარემ აჯობა. თუმცა, მატჩის მთავარი ვარსკვლავი იყო.

პირლო 6.5 – „კროტონე“ არ არის სახიფათო მეტოქე, მაგრამ პირველ წრეში ფრე ითამაშეს, რომელიც ახლაც მძიმედ იწონის. ამჯერად „იუვემ“ მოახერხა მისი ადვილად დამარცხება.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …