ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ იტალიურ მედიასთან პაულო დიბალას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და აგრეთვე, კონტრაქტის განახლების შესაძლებლობაზე კომენტარი გააკეთა.
ან ასევე ისაუბრა სკუდეტოთვის ბრძოლაზე და ფედერიკო კიეზას კარგ სეზონზე:
„პაულოს ჯერ კიდევ აქვს რამდენიმე პრობლემა, ერთ დღეს უკეთ არის, მეორე დღეს უფრო ცუდად. ოთხშაბათს უკეთ იყო, მაგრამ შემდეგ ცოტა ტკივილი განიცადა და ამიტომ „კროტონესთან“ ვერ ითამაშა. მასთან კონტრაქტის განახლებაზეც ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მომდევნო დღეებში და თვეებშიც.
სკუდეტოსთვის ბრძოლა? ძალიან ბევრს ვთამაშობთ, ყოველ სამ დღეში ერთხელ. თამაშიდან თამაშზე უნდა ვიფიქროთ და ვნახოთ სად ვიქნებით აპრილში. ახლა სხვადასხვა სახის შეფასებას არ გავაკეთებ.
კიეზა ძალიან კარგად თამაშობს. როდესაც ის ვიყიდეთ, ვფიქრობდით, რომ ასეთი ფეხბურთეი იყო, „იუვენტუსის“ დონის. რთულია „იუვენტუსის“, „ბარსელონას“ ან „რეალის“ მაისურით თამაში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, როდესაც დიდი მოლოდინით და ნაკლები წნეხის გუნდიდან მოდიხარ. ჩვენ გვყავს ისეთი მოთამაშეები, როგორებიც არიან კიეზა, დემირალი, კულუშევსკი, რომლებიც მსგავს სიტუაციაში პირველად არიან და ადვილი არ არის თავიანთი ტექნიკური შესაძლებლობები დაუყოვნებლივ გამოავლინონ. პასუხისმგებლობა და ზეწოლა უფრო დიდია და ეს ემართება თითქმის ყველას, ვინც დიდ გუნდებში გადადის“, – თქვა პარატიჩიმ.