ტურინის „იუვენტუსის“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სუპერტრანსფერისთვის ემზადება. Tuttosport-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ვარიანტი ჰარი კეინია.
ინგლისელი ზაფხულში „ტოტენჰემის“ დატოვებას აპირებს და ტურინელებმა მას თვალი დაადგეს. ტრანსფერის გაჩარხვა ადვილი არ იქნება, თუნდაც იმის გამო, რომ კეინი ლონდონურ გუნდში სეზონში 17 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
თუმცა, შესაძლებელია და „იუვენტუსი“ ზაფხულში აქტიურ შეტევას განახორციელებს. კეინის ტრანსფერი ტურინელებს კრიშტიანუ რონალდუს გამო უნდათ, რადგან პორტუგალიელს გვერდით მაღალი დონის ცენტრფორვარდი სჭირდება.