ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი ფედერიკო ბერნარდესკი კორონავირუსის კრიტიკული მდგომარეობის გამო ტურინის და პიემონტის საავადმყოფოებს ფინანსურად დაეხმარება. ამის შესახებ ინფორმაცია იტალიურ მედიაში გავრცელდა.
„ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა ამ რთულ პერიოდში დასახმარებლად, ტურინისა და მთელი პიემონტის მხარდასაჭერად. უნდა დავრჩეთ სახლში. ჩვენ ფეხბურთელები გავდივართ მოედანზე, მაგრამ კონტროლირებადი ვართ, თუმცა, ეს რისკს მაინც არ გამორიცხავს. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ბაზაზე დავრჩე, რომ ამ გზით დავიცვა ჩემი ოჯახი და ზოგადად, მაქსიმალურად შევზღუდო რამის მოხდენის შესაძლებლობა“, – დაწერა ბერნარდესკიმ ტვიტერში.